მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები

გასული საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო არენაზე შექმნილმა პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა მდგომარეობამ დღის წესრიგში დააყენა მრავალი ორგანიზაციისა და გაერთიანების შექმნის აუცილებლობა.21- საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაცია მოქმედებს.სწორედ მათი ძალისხმევით ხდება არაერთი გლობალური თუ რეგიონული პრობლემის გადაწყვეტა.დანიშნულებისა და მოქმედების მიხედვით არსებობს უნივერსალური,სამხედრო-პოლიტიკური,ეკონომიკური და მრავალი სხვა სახის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები.

No posts.
No posts.

ევროკავშირი

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ევროპაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები თავიანტი ეკონომიკური შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობის წინაშე დააყენა.1957 წელს იტალიის დედაქალაქ რომში,კიჯის სასახლეში,კაპიტოლიუმის ბორცვზე,დასავლეთ ევროპის ექვსმა ქვეყანამ(საფრანგეთმა,გერმანიამ,იტალიამ,ბელგიამ,ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა)ხელი მოაწერა „საერთო ბაზრის“ შექმნას.დღეისთვის ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა.მასში გაერთიანებულია 25 ქვეყანა,რომელთა საერთო ფართობია 3,8 მლნ კვ. კმ,მოსახლეობა-456 მლნ კაცი.ევროკავშირის შექმნას საფუძვლად უდევს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება.მათი მიზანი იყო ომის შემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით გაერთიანების წევრი ქვეყნების ჰარმონიული განვითარება.მნიშვნელოვან დოკუმენტთა შორისაა 1992 წლის მაასტრახტის ხელშეკრულება,ასევე 2003 წლის ე.წ.“მიერთების შეთანხმება“,რომელიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის ერთიანი დოკუმენტის - ევროკავშირის კონსტიტუციის შექმნას.მისი მიგების პროცესი დღესაც მიმდინარეობს.ევროკავშირის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში.ევროკავშირის დაარსების დღედ მიჩნეულია 9 მაისი.1999 წლიდან ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს ევროპული ფულადი ერთეული - ევრო.

გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,რომელიც ნებაყოფლობის საფუძველზე აერთიანებს მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს,არის საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია.იგი შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე,როცა მის წესდებას ხელი მოაწერეს მსოფლიოს 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა.წესდება ძალაში შევიდა იმავე წლის 24 ოქტომბერს,ამიტომაც 24 ოქტომბერი ყოველწლიურად აღინიშნება,როგორც გაეროს დღე.გაეროს ძირითადი მიზნებია:)დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება; )ხელი შეუწყოს და განავითაროს მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხალხტა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით; )განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური,სოციალური,კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;)ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემას.

დღეისთვის გაეროს წევრია 192 ქვეყანა,ბოლოს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა მონტენეგრო(2006.).საქართველო გაეროში გაწევრიანდა 1992 წლის 31 ივლისს.გაეროს საბჭოს მუდმივი წევრები არიან:აშშ,გაერთიანებული სამეფო,საფრანგეთი,რუსეთი და ჩინეთი.გაეროს შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

მეორე მსოფლიო არენაზე შექმნილმა დაძაბულმა საერთაშორისო კლიმატმა აუცილებელი გახადა დასავლეთის ქვეყნების მიერ განსაკუთრებული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა.სწორედ ამიტომ 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში დასავლეთის 12 ქვეყნის ძალისხმევით შეიქმნა ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.დღეისთვის ამ ორგანიზაციის წევრია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 26 ქვეყანა,რომელთა ფართობი მოიცავს 22 მლნ.კვ კმ-ს და 500 მილიონ მოსახლეს.ნატოს უმაღლესი ორგანოა ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭო,რომლის სათავეშიც დგას გენერალური მდივანი.საბჭოში შედიან ალიანსში მონაწილე ქვეყნების ელჩები.ნატოს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი,რომელიც იკრიბება წელიწადში ორჯერ ალიანსის ქვეყნების სამხედრო მინისტრირების დონეზე.ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა დახმარება გაუწიოს გაერთიანების წევრ ქვეყნებს აგრესიის მოგერიებაში.ალიანსის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში.